კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

რა სჭირდება მეღვინე ქალს? – საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაცია

ეკონომიკა ბიზნესი
რა სჭირდება მეღვინე ქალს? – საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაცია

მსოფლიო მეღვინეობაში ქალის როლი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ქალები აქტიურად მონაწილეობენ როგორც ღვინის წარმოების პროცესში, ასევე ღვინის შესახებ წერენ. საქართველოში მეღვინეობისადმი მზარდი ინტერესის ფონზე, 2018 წლის სექტემბერში დაფუძნდა „საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაცია“. ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს მევენახეობითა და მეღვინეობით დაინტერესებულ ქართველ ქალებს განათლების მიღებასა და გამოცდილების გაზიარებაში, დაეხმაროს მათ ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებაში, ასევე წაახალისოს ქალები ღვინის ჟურნალისტიკაში, მწერლობასა და ბლოგერობაში.

ამ და სხვა საკითხებზე „მეღვინე ქალთა ასოციაციის“ თანადამფუძნებელსა და მეღვინეს, მარინა კურტანიძეს ვესაუბრეთ.

**კითხვა:** რა სახის დაბრკოლებებს აწყდებოდა ქალი, რომელსაც მეღვინეობა სურდა?

**პასუხი:** ღვინის წარმოებაში რაიმე განსაკუთრებული დაბრკოლება არ არსებობს, არც სამუშაოს წარმოების და არც საკანონმდებლო კუთხით. მთავარი პრობლემა მენტალური საკითხია, ხშირად ისმის ფრაზა “ქალს რა უნდა მარანში”. ამ დროს ეს ქალები რეალურად მუშაობენ ვენახსა და მარანში, მაგრამ ის მანკიერი ტრადიციები, რომლებიც დამახინჯებულად ჩამოყალიბდა, ეწინააღმდეგება მეღვინე ქალების სათანადო აღიარებას.

**კითხვა:** რა გახდა „საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაციის“ დაფუძნების მიზეზი?

**პასუხი:** ასოციაციის შექმნა განაპირობა ბოლო წლებში ქალების გააქტიურებამ ღვინის სფეროში და ამასთან დაკავშირებით არსებული სიცარიელის შევსების აუცილებლობამ. არ არსებობდა საკმარისი კომუნიკაცია, ინფორმაციის გაცვლა და ამ ქალების ელემენტარული აღრიცხვაც კი. მათ სჭირდებოდათ ინფორმაცია, გამოფენებზე გასვლისა და გასაყიდი ბაზრების მოძიების შესაძლებლობები.

**კითხვა:** როგორ აპირებთ ქალების წახალისებას, რომ ღვინის სფეროზე წერონ?

**პასუხი:** „ასოციაციის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა იმ ქალების მხარდაჭერა, რომლებიც უშუალოდ არ არიან დაკავშირებული ღვინის დაყენებასთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში გაიზარდოს ღვინის ბლოგერი და მწერალი ქალების რიცხვი. ამ მიზნით, ასოციაციის ვებგვერდზე გამოიყოფა სპეციალური სივრცე, სადაც ყველა დაინტერესებულ ქალს ექნება შესაძლებლობა გამოხატოს თავისი აზრი.

**კითხვა:** ყველაზე მეტად რა სჭირდება თანამედროვე მეღვინე ქალს საქართველოში?

**პასუხი:** მხარდაჭერა მედიასაშუალებებიდან და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მენტალური პრობლემის გადაჭრა. ხშირად ისმის სტერეოტიპული მოსაზრებები, როგორიცაა “მაგას ქმარი უკეთებს”, “მაგას მამა უკეთებს”. სამწუხაროდ, როდესაც ჟურნალისტები მოდიან მარანში, ისინი მაინც ცდილობენ მამრობითი სქესის ოჯახის წევრებს მიანიჭონ უპირატესობა.

**კითხვა:** ამ ეტაპზე, რა არის ყველაზე აქტუალური საკითხი, რაზეც მუშაობთ?

**პასუხი:** ყველაზე აქტუალური საკითხი ფინანსური მხარდაჭერაა, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველა მეღვინე ქალს სჭირდება. ხშირად ქალები ღვინოს აყენებენ ახლობლის ან მეგობრის მარანში, ძირითადად ნათხოვარი ტექნიკური საშუალებებით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა გამოფენებში მონაწილეობის მიღების ფინანსური უზრუნველყოფა და იმპორტიორებთან დაკავშირება.

**კითხვა:** ვის შეუძლია თქვენს ასოციაციაში გაწევრიანება?

**პასუხი:** შეუძლია ნებისმიერ ქალბატონს, რომელსაც გული შესტკივა ღვინოზე…

**კითხვა:** ასოციაციის სამომავლო გეგმებზეც გვიამბეთ…

**პასუხი:** მიმდინარე წლის განმავლობაში ასოციაცია გეგმავს სხვადასხვა ღონისძიებას. პირველ რიგში, ეს არის ლექციები, ტრენინგები და ვორქშოპები. ჩვენი უპირველესი მიზანი სწორედ განათლების მიღება და გამოცდილების გაზიარებაა. ასევე დაგეგმილია საზღვარგარეთ ღვინის დეგუსტაციებში მონაწილეობა, რითაც გვსურს ხელი შევუწყოთ მეღვინე ქალებს საკუთარი ღვინის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანაში. ამ მიზნით, მიმდინარე წლის მარტში „ასოციაცია“ მიწვეულია საფრანგეთში, პარიზის მახლობლად, იერის კომუნაში, „იერის მეღვინეთა გაერთიანების“ მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე, სადაც „გაერთიანებასა“ და „ასოციაციას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ქართული ღვინის დეგუსტაცია, კონფერენცია, გამოფენა და სხვა აქტივობები.

კომენტარები