კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

„ევექსი კლინიკების“ პირველი ექიმი კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

ჯანდაცვა მედიცინა
„ევექსი კლინიკების“ პირველი ექიმი კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

პირველი ქართველი ექიმი, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა, „ევექსი კლინიკების“ ალერგოლოგი ლანა უბილავაა. მან ვაქცინაცია „ევექსი კლინიკების“ ზუგდიდის პოლიკლინიკაში, პირდაპირ ეთერში ჩაიტარა.

„აცრის შემდეგ არანაირი შეგრძნება არ მქონია, აბსოლუტურად არაფერი მიგრძვნია, რადგან პროცედურა სრულიად უმტკივნეულო იყო. იმუნიზაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ის არის ერთადერთი გზა პანდემიისა და კორონავირუსის დასამარცხებლად. როგორც ექიმი, მოვუწოდებ ყველას, ჩაიტარონ ვაქცინაცია, რათა თავიდან ავირიდოთ გართულებები და დავამარცხოთ პანდემია“, – განაცხადა „ევექსი კლინიკების“ ალერგოლოგმა ლანა უბილავამ.

„ევექსი კლინიკების“ ზუგდიდის პოლიკლინიკაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაცია დღეს, 15 მარტს დაიწყო. პროცესში ეტაპობრივად, საქართველოს 6 რეგიონში „ევექსი კლინიკების“ 33 კლინიკა ჩაერთვება.

კომენტარები