კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

ხელოვნური ინტელექტი ბელარუს სპეცრაზმელებს ნიღაბს ხდის

ტექნოლოგია ციფრული
ხელოვნური ინტელექტი ბელარუს სპეცრაზმელებს ნიღაბს ხდის

ბელარუსში განვითარებული მოვლენები მსოფლიო ყურადღების ცენტრშია, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებს. თუმცა, ტექნოლოგიების ეპოქაში, ეს არ არის ერთადერთი სარგებელი, რომლის მიღებაც აქტივისტებს ტექნოლოგიებისგან შეუძლიათ. გუშინ, YouTube-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ახერხებს ხელოვნური ინტელექტი ნიღაბჩამოფარებული ბელარუსი სპეცრაზმელის იდენტიფიცირებას, რომელიც მოვალეობას კანონდარღვევით ასრულებს. ვიდეო ასახავს, როგორც ალგორითმის შესაძლებლობების დემონსტრირებას, ასევე, ბელარუსი მხატვრის – ანდრეი მაქსიმოვის მიმართვას, რომელიც ტექნოლოგიების გამოყენებით, ომონელების იდენტიფიცირების პროცესს ხელმძღვანელობს.

ანდრეი მაქსიმოვი ბელარუსელი მხატვარია, რომელიც კალიფორნიაში ცხოვრობს. ის მუშაობდა კომპანია Wargaming-ში, ასევე ტექნიკურ არტ დირექტორად Naughty Dog-ში. მაქსიმოვი Forbes-ის „30 Under 30“ სიაშიც ფიგურირებს, ამჟამად კი საკუთარ კომპანიას – Promethean AI-ს ხელმძღვანელობს, რომელიც მხატვრებს ვირტუალური რეალობის შექმნაში ეხმარება. როგორც ჩანს, სწორედ ეს საქმიანობა გამოიყენა მან აქტივიზმის ახალი ფორმისთვის და შექმნა სისტემა, რომლის მეშვეობითაც ცდილობს სპეცრაზმელების არაკანონიერი ქმედებების აღკვეთას. დიახ, ეს მუქარაა და ტექნოლოგიური პროდუქტით – ხელოვნური ინტელექტით შეიარაღებული ანდრეი ემუქრება საკუთარ თანამოქალაქეებს – სპეცრაზმელებს, რომლებიც ქუჩებში ძალადობენ, სცემენ და კლავენ პროტესტანტებს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში 1003 ბელარუსი პოლიციელისა და სპეცრაზმელის პერსონალური მონაცემი გავრცელდა. მაშინ ჰაკერები იმუქრებოდნენ, რომ მოქალაქეების დევნის გაგრძელების შემთხვევაში, სხვა მონაცემებსაც გამოაქვეყნებდნენ. სპეციალისტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ვიდეოში გამოყენებული სისტემა სწორედ ამ მონაცემებს ეყრდნობა პირის იდენტიფიცირებისას.

ამ პრეცედენტის პოლიტიკური მნიშვნელობის გარდა, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ბელარუსულ აქტივიზმში ხელოვნური ინტელექტის ჩართვის მნიშვნელობაზეც. ეს ყველაფერი გვაფიქრებს იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიები მოსახლეობას სისტემებთან ბრძოლის კუთხით სთავაზობს. ეს ყველაფერი წარმოაჩენს კონტრასტს წარსულისა და თანამედროვე პროტესტს შორის. როგორ იბრძოდნენ ადამიანები ქვეყნის თავისუფლებისთვის და საკუთარი უფლებებისთვის ადრე და როგორ იბრძვიან ახლა? რა როლი უკავია ამ ბრძოლაში ტექნოლოგიებს? ფაქტია, რომ დღეს, ბელარუსში, კანონდამრღვევ სპეცრაზმელებს ხელში იარაღი აქვთ, სახეზე კი ნიღბები, მოქალაქეებს კი ხელში ტექნოლოგიური პროდუქტი უჭირავთ, რომლითაც სპეცრაზმელებისთვის ნიღბების ჩამოხსნა შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოში ალგორითმის მუშაობის სიზუსტეზე არაფერია ნათქვამი. შესაძლოა, არსებობდეს შეცდომები, ანუ, კონკრეტული სპეცრაზმელის ამოცნობა ხელოვნურმა ინტელექტმა არასწორად მოახერხოს. სწორედ ამიტომ, საუბრობენ გადამოწმების აუცილებლობასა და იმ სიფრთხილეზე, რომელიც აქტივისტებმა იდენტიფიცირებული სპეცრაზმელის პერსონალური ინფორმაციის გავრცელებისას უნდა გამოიჩინონ.

კომენტარები