კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

Lenovo-მ პირველი დასაკეცეკრანიანი კომპიუტერის წინასწარი შეკვეთები დაიწყო

ტექნოლოგია ციფრული
Lenovo-მ პირველი დასაკეცეკრანიანი კომპიუტერის წინასწარი შეკვეთები დაიწყო

2020 წლის დასაწყისში, CES-ის გამოფენაზე, კომპანია „ლენოვომ“ წარმოადგინა ThinkPad X1 Fold, რომელიც 5-წლიანი მუშაობის შედეგია. თუმცა, მაშინ უცნობი იყო მოწყობილობის გამოშვების ზუსტი თარიღი და ფასი. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ პროდუქტზე წინასწარი შეკვეთის გაფორმება უკვე შესაძლებელია, ხოლო მისი ფასი 2500 დოლარს შეადგენს. „ლენოვოს“ განცხადებით, ეს მოწყობილობა მსოფლიოში პირველი დასაკეცეკრანიანი პერსონალური კომპიუტერია. ThinkPad X1 Fold აღჭურვილია 13.3-ინჩიანი OLED ეკრანით, რომელიც წიგნივით იკეცება. დაკეცვისას, ეკრანის ორ მხარეს შორის მცირე სივრცე რჩება, სადაც შესაძლებელია სპეციალურად ამ მოდელისთვის შექმნილი დასაკეცი კლავიატურის მოთავსება. ამ გზით მომხმარებელს კლავიატურის დატენვის შესაძლებლობაც ეძლევა, რადგან X1 Fold-ს უსადენო დატენვის ფუნქციაც აქვს. დასაკეცეკრანიან კომპიუტერს მოყვება Lenovo Mod-ის კალამი და სადგამი. X1 Fold-ის მოქნილი დიზაინი მისი სხვადასხვა მიზნით გამოყენების საშუალებას იძლევა. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ტაბლეტი, ლეპტოპი, პერსონალური კომპიუტერი ან უბრალოდ, როგორც დიდი ეკრანი ფილმების საყურებლად. მოწყობილობა მუშაობს Windows 10 Pro ოპერაციულ სისტემაზე და ჰიბრიდული ტექნოლოგიით შექმნილ Intel Core პროცესორზე. ThinkPad X1 Fold-ს 5G-ის მხარდაჭერაც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ Lenovo-ს ოფიციალურ ვებგვერდზე X1 Fold-ზე წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია, ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოჩნდება მოწყობილობა ბაზარზე. იმ მომხმარებლებს, რომლებიც პროდუქტს ახლა შეუკვეთავენ, მის მიღებას 5 კვირაზე მეტი დრო დასჭირდებათ.

კომენტარები