წარმოიდგინეთ, რომ შედიხართ მაკდონალდსში და უკვეთავთ ბურგერს, რომელსაც ხორცთან ერთად ორეოს შიგთავსი აქვს. თუ თქვენ ამჟამად ჩინეთში იმყოფებით ან მომავალში გეგმავთ იქ გამგზავრებას, ეს წარმოდგენა აღარ დაგჭირდებათ - ჩინეთის მაკდონალდსმა გადაწყვიტა ახალი გემოს შექმნა და, ერთი შეხედვით, სრულიად არაორდინალური კომბინაცია წარმოადგინა. "ის ძალიან გემრიელი მომეჩვენა, არ ვიცი რატომ. ალბათ, მიზეზი ისაა, რომ მაკდონალდსზე ძალიან შეყვარებული ვარ... ან იქნებ პრობლემა ჩემს გემოვნებაშია?" - ნათქვამია ერთ-ერთ ჩინურ ბლოგზე.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს