კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

Uber-ი ვაქცინაციის მსურველებს მგზავრობას დაუფინანსებს

ეკონომიკა ბიზნესი
Uber-ი ვაქცინაციის მსურველებს მგზავრობას დაუფინანსებს

კომპანია Uber-მა განაცხადა, რომ Covid-19-ის ვაქცინაციის მსურველებს მგზავრობის ხარჯებს სრულად დაფარავს. თუმცა, სანამ აღნიშნული შეთავაზება ამოქმედდება, Uber-ის ხელმძღვანელობა მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია პირველ რიგში კომპანიის მძღოლებმა გაიარონ. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პანდემიის პერიოდში Uber-ის მხრიდან საზოგადოებისთვის გაწეული პირველი დახმარება. მარტში კომპანიამ ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლებს 10 მილიონი უფასო მგზავრობა და პროდუქტების მიწოდების სერვისი შესთავაზა. ახალი ინიციატივის ფარგლებში, Uber პარტნიორობას გაუწევს ეროვნულ ურბანულ ლიგას, მორჰაუსის მედიცინის სკოლას და ეროვნულ სამოქმედო ქსელს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დარა ხოსროვშაჰიმ განაცხადა, რომ Uber-ისთვის უმნიშვნელოვანესია, ვაქცინაზე ხელი მიუწვდებოდეთ ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც უსახლკაროა და მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს.

კომენტარები