კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

მომავლის ინიციატივა – „თეგეტა“, როგორც ენერგოეფექტური და მწვანე კომპანია

ეკონომიკა ბიზნესი
მომავლის ინიციატივა – „თეგეტა“, როგორც ენერგოეფექტური და მწვანე კომპანია

ამოწურვადი ბუნებრივი რესურსების ერაში, 21-ე საუკუნის უმთავრესი გამოწვევა გარემოსა და ეკოლოგიაზე ზრუნვაა. ენერგოეფექტურობა განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს საქართველოშიც. ქვეყანაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები სახელმწიფომაც წამოიწყო. ელექტროსადგურის დასაშვები სიმძლავრე 100 კილოვატიდან 500 კილოვატამდე გაიზარდა. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ხელისუფლებამ ბიზნესს ახალი პროცესების წამოწყების სტიმული მისცა.

მსოფლიო მასშტაბის კომპანიების მსგავსად, ენერგოეფექტურობაზე ზრუნვა „თეგეტა ჰოლდინგისთვისაც“ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია განახლებადი ენერგიის აქტიურ გამოყენებას გეგმავს. „თეგეტას“ ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც ენერგორესურსების დაზოგვასა და ტრანსფორმაციას ისახავს მიზნად, მზის ელექტროსადგურის მონტაჟს გულისხმობს. კომპანიის ამ გადაწყვეტილებაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს: გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირება – მზის ელექტროსადგური არ გამოყოფს მავნე აირებს, არ აზიანებს ატმოსფეროს, არ ახასიათებს რადიაცია და სრულიად უსაფრთხოა. ამასთან, ამბიციური პროექტის დასრულების შემდეგ „თეგეტაში“ ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებას ელიან.

ჰოლდინგის სათავო ოფისის ტერიტორიაზე უკვე დაიწყო „თეგეტა ჯგუფში“ შემავალი კომპანიის „პორშე ცენტრი თბილისის“ შოურუმის განახლება. სწორედ ეს იქნება პირველი შენობა, რომლის სახურავზეც მზის ელექტროსადგურის მონტაჟი იგეგმება. პროექტი საბოლოოდ მიმდინარე წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

„ამ მიმართულებით, საკმაოდ ამბიციური ამოცანა დავისახეთ. პირველ ეტაპზე სათავო ოფისში „პორშეს“ ცენტრის რენოვაცია მიმდინარეობს, ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ამასთან, იგეგმება „ვოლვოს“ ახალი შოურუმის მშენებლობა უნივერსიტეტის ქუჩაზე. მზის პანელების ელექტროსადგურის ინსტალაცია ორივე პროექტშია გათვალისწინებული. თითოეული პროექტის ფარგლებში კომპანია ელექტროენერგიის დაახლოებით 40%-იან ეკონომიას შეძლებს“, — აცხადებს „თეგეტა ჰოლდინგის“ ადმინისტრაციული დირექტორი პაატა სამხარაძე.

„თეგეტას“ მზის პანელების ელექტროსადგური 500-კილოვატიანი იქნება. ეს არის ერთ საკადასტრო მისამართზე განსათავსებელი ობიექტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური სიმძლავრე და კომპანია მას სრულად აითვისებს. მაქსიმალური სიმძლავრის ელექტროსადგური საქართველოში მხოლოდ რამდენიმე კომპანიას აქვს. მათ შორის, „თეგეტა“ ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც მზის ელექტროსადგურით სტანდარტებისა და რეგულაციების მიხედვით განსაზღვრულ მაქსიმალურ მაჩვენებელს – 500 კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

„500-კილოვატიანი ენერგოსადგურით ელექტროენერგიის 40%-იან ეკონომიას მივიღებთ. უკვე დათვლილი გვაქვს 5-წლიანი უკუგების პერიოდი – ამ დროში სადგური თავის ფინანსურ ინვესტიციას სრულად ამოიღებს. 5 წლის შემდეგ კი, წლის ჭრილში, 170 000 ლარის ოდენობის ეკონომიკურ სარგებელს მივიღებთ. თუ 5-წლიან პერიოდს განვიხილავთ, ამ პროექტში ჩადებული $300 000 სრულად დაიფარება“.

ზოგადად, განახლებადი ენერგიის თემა მეტად პოპულარული და სწრაფად ცვალებადია მთელ მსოფლიოში. საქართველოსა და ევროპაში არაერთი წარმატებული კომპანიაა, რომელთაც ინდუსტრიასა თუ წარმოებაში ელექტროენერგია სჭირდებათ და რომლებიც, თანამედროვე ტენდენციების შესაბამისად, აქტიურად გადადიან საკუთარი მზის ელექტროსადგურების მშენებლობაზე.

ენერგოეფექტური მშენებლობა „თეგეტაში“ მცირე, საშუალო თუ დიდი სამშენებლო პროექტების განხორციელებისას, „თეგეტა“ მაქსიმალურად ცდილობს იყოს ენერგოეფექტური, მოიხმაროს რაც შეიძლება ნაკლები ენერგია – ჰქონდეს ელექტროენერგიისა და გაზის მინიმალური ხარჯები.

„მშენებლობებს თანამედროვე, ნოვატორული სამშენებლო მიდგომებით ვახორციელებთ. მაგალითად, თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის თბოიზოლაცია, რომელიც ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი თითოეული მიმდინარე და ახლად ინიცირებული პროექტი მორგებულია ყველაზე თანამედროვე, ნოვატორულ სამშენებლო ხედვებსა და სტანდარტებზე. ეს კი უზრუნველყოფს მაქსიმალურ თბოიზოლაციას და, შესაბამისად, ენერგოეფექტურობას“, — აცხადებს „თეგეტა ჰოლდინგის“ ადმინისტრაციული დირექტორი პაატა სამხარაძე.

ენერგოეფექტური ტრანსპორტი „თეგეტაში“ ენერგოეფექტურობა „თეგეტასთვის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2021 წლიდან სასაწყობე მეურნეობისთვის კომპანია 5 მცირე ელექტრომობილს იყენებს, რომელსაც უახლოეს მომავალში კიდევ 5 დაემატება. ელექტრომობილებისა და ელექტროსკუტერების გამართული მუშაობისთვის კი „თეგეტამ“ სათავო ოფისის ტერიტორიაზე 5-პოსტიანი დამტენები მოაწყო.

მსოფლიო საავტომობილო ინდუსტრია სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ენერგოეფექტურ მოდელებზეც ალაპარაკდა. ინოვაციების კვალდაკვალ, ამ სიახლის ბაზარზე შემოტანას „თეგეტაში“ სამომავლო პერსპექტივად განიხილავენ. ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის მსოფლიო ტრენდს ფეხს უწყობენ პრემიუმ ავტობრენდებიც. შვედური ბრენდი, „ვოლვო“ 2030 წლისთვის მხოლოდ სრულად ელექტრიფიცირებული ავტომობილების გაყიდვას გეგმავს. ამავე სტრატეგიას მისდევს „ვოლვო ქარ კავკასიაც“, რომლის საშუალოვადიანი გეგმის მიხედვით, 2025 წლისთვის გაყიდული ავტომობილების ნახევარი ჰიბრიდი უნდა იყოს, ხოლო მეორე ნახევარი – სრულად ელექტრიფიცირებული.

„ვოლვო ქარ კავკასიამ“ Plug-in Hybrid-ების შემოყვანა ბაზარზე 2019 წლიდან დაიწყო და კავკასიის მასშტაბით, 60-მდე ავტომობილი გავყიდეთ. ამჟამად ჩვენს შოურუმში Plug-in და Mild ჰიბრიდების ფართო არჩევანია წარმოდგენილი და რეგიონის ბაზარს თანამედროვე, ყველაზე მოთხოვნად ავტომობილებს მომავალშიც შევთავაზებთ“, — აცხადებს „ვოლვო ქარ კავკასიას“ დირექტორი გაგა კოხრეიძე.

„პორშე ცენტრი თბილისის“ გეგმაც საკმაოდ ამბიციურია — 2022 წლისთვის გაყიდული პორშეების 50%-ზე მეტი ჰიბრიდი ან ელექტრიფიცირებული იქნება. „2010 წლიდან ჩვენს შოურუმში „პორშეს“ ჰიბრიდული მოდელი გამოჩნდა, 2015 წლიდან – Plug-in Hybrid, 2020 წლიდან კი — სრულად ელექტრიფიცირებული მოდელიც. „პორშე ცენტრი თბილისის“ სახელით, საქართველოში Porche-ს დამტენების მონტაჟსაც ვახორციელებთ. ენერგოეფექტური ავტომობილების დამუხტვა დღეს საქართველოს ხუთ რეგიონშია შესაძლებელი. ასევე, „Tegeta Premium Vehicles“ 2021 წლიდან „მაზდას“ ელექტრომობილების წარმომადგენელია საქართველოში“, — აცხადებს პეტრე წაქაძე, „Tegeta Premium Vehicles“-ის დირექტორი.

ენერგოეფექტურობის კუთხით, „ტოიოტა“ უკვე აქტიურად მუშაობს წყალბადის ძრავზე მომუშავე ავტომობილების შექმნაზე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კი 2014 წლიდან ქართულ ბაზარს ჰიბრიდულ ძრავზე მომუშავე ავტომობილებით ამარაგებს.

„თეგეტას“ ჰოლდინგში შედის საერთაშორისო კომპანია Europcar-ის ადგილობრივი წარმომადგენლობა „ევროპქარ ჯორჯიაც“, რომელიც ავტომობილების გაქირავების სერვისს უზრუნველყოფს. მომხმარებელს ისინი, როგორც წესი, ელექტრომობილებს სთავაზობენ. სამსახურებრივი საქმიანობისთვის მათ ავტოპარკს თავად „თეგეტაც“ იყენებს“.

ავტომობილების გარდა, „თეგეტა“ აქტიურად მოიხმარს ელექტროსკუტერებს – NIU-ს, რომლებიც კომპანიას 2018 წლიდან შემოჰყავს, ხოლო შოურუმში 2021 წლიდან არის ხელმისაწვდომი. NIU-ს, როგორც ბრენდის, უმთავრესი მიზანია გახდეს ლიდერი ურბანულ ტრანსპორტირებაში და დაამკვიდროს ტექნიკისა და დიზაინის ახალი, უმაღლესი სტანდარტები.

თანამედროვე ენერგოეფექტური საშუალებების ბიზნესში დანერგვით, „თეგეტა“ მნიშვნელოვან განაცხადს აკეთებს გარემოზე ზრუნვის მიმართულებით. ამასთან, კომპანიას შესაძლებლობა ეძლევა დაზოგოს ენერგია, ფინანსური რესურსები, მიაღწიოს უფრო მაღალ წარმადობას, ისარგებლოს სახელმწიფო შეღავათებითა და სუბსიდიებით და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გახდეს ერთ-ერთი პირველი ქართული „მწვანე კომპანია“.

— „თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორის, Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. [პარტნიორის კონტენტი]

კომენტარები