კატეგორიები

CardanoNFTავტოარქიტექტურაახალი ამბებიახალიამბებიბიზნესიგანათლებაგარემოგარემო და ბუნებაგარემოს დაცვაგართობაეკონომიკაეკონომიკა/ბიზნესიზოგადითავგადასავალითამაშებიიარაღიისტორიაკოსმოსიკრიმინალიკრიპტოკრიპტოვალუტაკრიპტოსამყაროკულინარიაკულინარია რეცეპტებიკულტურაკულტურა/მედიამედიამეცნიერებამოგზაურობამოდამომხმარებელიმსოფლიომსოფლიო ამბებიმსოფლიო პოლიტიკანადირობაპოლიტიკაპროდუქტის მიმოხილვარობოტექნიკასაბრძოლო მასალასაზოგადოებასამართალისამხედროსილამაზესპორტისტარტაპებისტილისხვადასხვატექნიკატექნოლოგიატექნოლოგიებიტექნოლოგიები/ონლაინ კომერციატრანსპორტიტურიზმიუსაფრთხოებაფინანსებიფიტნესიშოუბიზნესიცხოვრებაწიგნებიხელოვნებახელოვნური ინტელექტიჯანდაცვაჯანმრთელობა

Nielsen-ის კვლევა პოდკასტისა და რეკლამის ურთიერთქმედების შესახებ

საზოგადოება განათლება
Nielsen-ის კვლევა პოდკასტისა და რეკლამის ურთიერთქმედების შესახებ

პოდკასტინგი სულ უფრო და უფრო მეტად იმკვიდრებს ადგილს საზოგადოებაში. კომპანიების უმეტესობა მას მომხმარებელთა მოსაზიდად იყნებს. Nielsen -მა წარადგინა 325 კვლევის მონაცემი, რომელიც პოდკასტინგის ეფექტურობას უსვამს ხაზს და გამოყო პოდკასტინგისა და რეკლამის დადებითი, მომგებიანი ურთიეთქმედება. Nielsen-მა პოდკასტის მსმენელებს ჰკითხა, რა დამოკიდებულება და „მოთხოვნები“ აქვთ გადაცემის წამყვანების მიმართ. შედეგად ირკვევა, რომ მაყურებლებისთვის აუცილებელია, წამყვანი იყოს ნიჭიერი, სასიამოვნო და სანდო. ალბათ, ნაწილს მაინც გაწუხებთ პოდკასტის ან რაიმე ვიდეოს ყურების დროს მოულოდნელად ჩართული რეკლამა (Midroll Ad) . თუმცა, კვლევის თანახმად, როდესაც რეკლამა ვიდეოს შუაშია და არა დასაწყისში, ხალხს უფრო მეტად უჩნდება მის შესახებ მეტის გაგების სურვილი. მართალია, პოდკასტის ყურებისას ადვილია რეკლამის გამოტოვება, მაგრამ ამას იშვიათად აკეთებენ მაყურებლები. შედეგად კი რეკლამის მთავარი მესიჯი წარმატებით აღწევს მაყურებლებამდე. Midroll რეკლამები არა მხოლოდ პოდკასტერებს ეხმარება ცნობადობის გაზრდაში, არამედ მარკეტერებისთვისაც დადებითი შედეგი აქვს – როდესაც რეკლამა კონტექსურად შეესაბამება პოდკასტს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მომხმარებლებს ხანგრძლივი რეკლამები უფრო იზიდავს, ვიდრე რამდენიმე წამიანი. თუმცა, გახსოვდეთ, ზედმეტად დიდხანსაც არ უნდა გაგრძელდეს.

კომენტარები