მრავალი ადამიანის აზრით, სითხის სახით წყლის, მეთანისა და წითელი პლანეტის გარშემო არსებული უძველესი ატმოსფეროს აღმოჩენის ფაქტი ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით მარსი შორეულ წარსულში დასახლებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ პლანეტაზე სიცოცხლე შესაძლოა დღეს არ არსებობდეს, უფოლოგები თანხმდებიან, რომ ჩვენ შესაძლოა ვხედავდეთ მარსიდან ოდესღაც დიდი ცივილიზაციების ნაშთებს. უცხოპლანეტელებზე მონადირეებისა და უფოლოგების აზრით, მარსზე სიცოცხლის შემდგომი მტკიცებულება შეიძლება აღმოვაჩინოთ წითელი პლანეტიდან გამოგზავნილ მრავალრიცხოვან ფოტოებში. მაშინ, როდესაც მარსიდან არსებობს მრავალი ფოტო, რომლებიც უბრალოდ უცნაური გეოლოგიური ფორმაციებია, არსებობს სხვა ფოტოებიც, რომელთა ახსნა ან უარყოფა შეუძლებელია. ერთ-ერთი წარმოუდგენელი აღმოჩენა ფაქტობრივად Google Earth-ის, ან უკეთ რომ ვთქვათ Google Mars-ის დახმარებით გაკეთდა. Google-ის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანები იკვლევენ წითელ პლანეტას სენსაციური აღმოჩენების გაკეთების იმედით, რომლებიც შეცვლიან ჩვენს წარმოდგენას მარსზე. ყველას სურს წითელ პლანეტაზე უცხოპლანეტელთა სიცოცხლის საბოლოო მტკიცებულების პოვნა, მაგრამ ამის უკან სიმართლე შესაძლოა ძალიან განსხვავდებოდეს იმ რეალობისგან, რომელსაც გვთავაზობენ.
YouTube-ის მომხმარებლის, სანდრა ელენა ანდრადეს თქმით, მარსზე არსებობს რიგი რეგიონები, რომლებიც აშკარად აჩვენებენ პლანეტის ზედაპირზე ხელოვნურ სტრუქტურებს და ეს სტრუქტურები შესაძლოა უცხოპლანეტელების ნამუშევარი იყოს. „მარსზე იდუმალი სტრუქტურები. უმეტესობა განზრახ დამალულია,“ - წერს YouTube-ის უცხოპლანეტელებზე მონადირე ვიდეოს აღწერაში და Google-ის კოორდინატები მოჰყავს:
44°18’34.26″N 158°16’25.14″O 44° 9’35.34″N 158°15’55.94″O 44° 0’44.04″N 158°15’26.36″O 43°46’42.86″N 158°15’17.72″O 43°37’53.62″N 158°15’6.98″O 43°32’52.55″N 158°15’1.12″O 43°25’55.35″N 158°14’7.84″O 43° 9’14.65″N 158°13’57.00″O 41°28’15.03″N 158°11’8.48″O 40°58’45.19″N 158°12’42.94″O 38°58’52.29″N 158°12’49.07″O 37° 0’31.61″N 158°10’28.62″O 37°59’42.27″N 153°37’20.06″O 39°17’19.19″N 153°40’2.30″O 43°19’50.68″N 153°51’33.65″O 43°42’43.53″N 153°52’56.70″O 45°43’53.84″N 153°59’41.19″O
უფოლოგიური საზოგადოების წევრები მტკიცედ თვლიან, რომ აღნიშნული სტრუქტურები არ არის უბრალოდ მკვდარი პიქსელები ან შეცდომები სატელიტურ ფოტოებში, არამედ სინამდვილეში არის მარსის ზედაპირზე შესაძლოა მთელი ქალაქების ნაშთები.
" frameborder="0" allowfullscreen allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture">დოქტორ ჯონ ბრანდენბურგის თქმით, რომელსაც აქვს თეორიული პლაზმური ფიზიკის დოქტორის ხარისხი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, საკმარისი მტკიცებულება არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ შორეულ წარსულში წითელი პლანეტის ზედაპირზე მინიმუმ ორი ძირითადი ბირთვული აფეთქება მოხდა. დოქტორ ბრანდენბურგის მიერ შემოთავაზებული თეორია დაფუძნებულია ურანისა და თორიუმის კვალზე, რომლებიც მარსის ზედაპირზეა დაფიქსირებული. ეს მარსიანული ცივილიზაცია სამყაროს სხვა ნაწილიდან მოსულმა სხვა მტრულმა უცხოპლანეტელთა რასამ გაანადგურა. დოქტორი ბრანდენბურგი აფრთხილებს, რომ ჩვენს ცივილიზაციას შესაძლოა იგივე ბედი ელოდეს. წითელი პლანეტის ათწლეულების განმავლობაში შესწავლის შემდეგ, მეცნიერები აღიარებენ, რომ არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ასტეროიდის ან კომეტის შეჯახებამ შეცვალა წითელი პლანეტის ბედი, მაგრამ ახლა, წითელი პლანეტის ზედაპირზე რადიოაქტიური ელემენტების კვალის გათვალისწინებით, მკვლევარები თვლიან, რომ ბირთვულმა აფეთქებამ შესაძლოა სამუდამოდ შეცვალა წითელი პლანეტის ბედი.
გსურთ კომენტარის დატოვება?
კომენტარის დასატოვებლად საჭიროა ავტორიზაცია
შესვლა რეგისტრაციაკომენტარები არ არის
იყავით პირველი, ვინც დატოვებს კომენტარს